თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის 147-ე სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
2023-02-13
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის 147-ე სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სტუმრებს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. ტურის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია