ცხადდება ესეების კონკურსი
2023-02-20
ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ევროსაბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით, ცხადდება ესეების კონკურსი: „ქალები მართლმსაჯულებაში, ქალები მართლმსაჯულებისთვის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. ესეის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 800 და მაქსიმუმ 1000 სიტყვას და უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას.
ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28 თებერვალი (23:59 სთ.).
ესეის გამოგზავნა შესაძლებელია:
- ონლაინ ფორმატში ბმულზე: https://forms.gle/34ovD96TDbdDoPnA6
- ან ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე: amgebrishvili@court.ge (ელ. ფოსტით სარგებლობის შემთხვევაში, აუცილებელია, კონკურსის მონაწილემ გზავნილის საგანში მიუთითოს - „ესეების კონკურსი“, გზავნილის ტექსტში კი სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი და ტელეფონის ნომერი).

ნაშრომები შეფასდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
• აზროვნების ორიგინალურობა;
• ანალიზი;
• დასაბუთება;
• სტილისტიკა;
• აკადემიური წერის სტანდარტების დაცვა.

საუკეთესო ესეების ავტორები მიწვეულნი იქნებიან 10 მარტს, საქართველოში ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღის პირველად აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში ქალ მოსამართლეთა როლის უკეთ წარმოჩენას. ღონისძიებაზე სტუდენტები შეხვდებიან ქალ მოსამართლეებს და განიხილავენ ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ და პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს; ასევე, წარიმართება დისკუსია მართლმსაჯულებაში ქალთა როლის გაძლიერების თაობაზე და ა.შ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება კონკურსის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია.

გისურვებთ წარმატებას!
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია