გერმანელი მოსამართლეების ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში
2014-07-15
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰოსპიტაციით იმყოფებოდნენ დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლეები.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

სამუშაო სესიის ფარგლებში, რომელსაც სააპეალციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ხელმძღავნელობდა განხილულ იქნა ისეთი თემები როგორიცაა: 1. მოსამართლეთა მიერ მითითებების გაცემის ფარგლები სამოქალაქო საქმის წარმოებისას; 2. ბავშვის უფლებების შესახებ დავის განხილვისას მოსამართლის შესაძლებლობა გასცდეს მხარეთა მოთხოვნებს; 3. კერძო საკუთრების უფლება და სხვა.

ვიზიტის ფარგლებშივე, დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლეები რუსთავის საქალაქო სასამრთლოსაც ეწვივნენ, სადაც შედგა მოსამართლეთა შორის უშუალო შეხვედრები და დისკუსია კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართული მხარე უკვე მრავალგზის მასპინძლობს დრეზდენისა და ვროცლავის სასამართლოს დელეგაციებს. მათივე დახმარებით არაერთხელ შედგა ქართველ მოსამართლეთა ვიზიტები დასახელებულ სასამართლოებში.

ჰოსპიტაციის მომავალი შეხვედრა დაგეგმილია სექტემბერში, როცა ქართველი მოსამართლეები ესტუმრებიან დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს, სადაც კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა გერმანელ კოლეგებთან ერთად განიხილონ პრობლემატური სამსართლებრივი საკითხები.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია