განახლდა იურიდიული დახმარების პორტალი
2015-01-28
განახლდა უფასო იურდიული დახმარების პორტალი www.probono.court.ge-ის დიზაინი და კონტენტი. პორტალს დაემატა ახალი გვერდები, კერძოდ, რუკა, სასამართლო ფორმები, კითხვა-პასუხი და იურიდიული ლექსიკონი.
განახლებული ვებ-გვერდი უფრო მეტ რესურს სთავაზობს თვითდამცველ პირებს სათანადო დაცვის განხორციელებისათვის.

უფასო იურიდიული დახმარების პორტალის (probono) პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია სოციალური სასამართლოს იდეა.

ვინაიდან ქართული სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, სასამართლო ცვდილობს, ხელი შევუწყოს თვითდამცველი პირებისათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. სწორედ ამ მიზნის რეალიზებისათვის აუცილებლად მიგვაჩია, თვითდამცველი პირებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უფასო იურიდიული დახმარების ინფორმაციული რესურსები.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია