ვიზიტი ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში (პოლონეთი)
2015-04-21
საქართველოს უზენაესი, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, დრეზდენის მიწის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად, 20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში (პოლონეთი).

ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნობიან მოსამართლეთა საქმიანობისა და სასამართლოს ადმინისტრირების მიმართულებებით პოლონურ გამოცდილებს, შეხვდებიან მასპინძელი სასამართლოს მოსამართლეებსა და სასამართლო მოხელეებს.

ვიზიტი დაიგეგმა და ხორციელდება გერმანიის საერთაშოროსი თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, დრეზდენის მიწის უმაღლესი სასამართლოსა (OLG) და ვროცლავიის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული თანამშრომლობა სამი წლის წინ დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის მიწის უმაღლეს სასამართლოს შორის, რომელსაც 2014 წელს ვროცლავიის სააპელაციო სასამართლო შეუერთდა.

ქართველ, გერმანელ და პოლონელ მოსამართლეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მრავალ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და გაცნობითი ვიზიტი.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია