გერმანელი და პოლონელი მოსამართლეების ვიზიტი
2015-06-19
2015 წლის 11-12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტუმრად იმყოფებოდნენ დრეზდენის უმაღლესი სასამართლოსა (OLD) და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები.

ვიზიტი წარიმართა დისკუსიის ფორმატში. მოსამართლეებმა შეხვედრების განმავლობაში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი და ქართული რეალობისთვის აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
● სასამართლოსა და მოსამართლის მიერ საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის მიდგომები და ტექნიკები;
● მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემები;
● უძრავი ქონების შეძენის ნამდვილობის პრობლემები;
● უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული ნორმების გამოყენების პრობლემები შესრულების კონდიქციის, ხარჯების კონდიქციის და ხელყოფის კონდიქციის დროს;
● დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისა და უსაფუძვლო გამდიდრების ურთიერთგამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემები.

თბილისის სააპელაციო, დრეზდენის უმაღლეს და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობა მესამე წელია მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა არაერთი გაცვლითი ვიზიტი, ჰოსპიტაცია და კონფერენცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას გერმანელ და პოლონელ მოსამართლეებთან და განსაკუთრებულ მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისათვის.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია