შეხვედრა Westlaw-ს წარმომადგენლებთან
2015-11-11
2015 წლის 11 ნოემბერს შედგა შეხვედრა თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და Westlaw–ს წარმომადგენლებს შორის. კომპანია Westlaw ერთ-ერთი უმთავრესი საძიებო სისტემაა იურისტებისა და იურიდიული სფეროს პროფესიონალებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის (სები) პროგრამა, რომელიც შეიცავს იურიდიული დოქტრინისა და სასამართლო გადაწყვეტილებების საძიებო სისტემას. სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის (სები) პროექტი ხორციელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ და მას დღეის მდგომარეობით 20'000-ზე მეტი რეგისტრირებული მკითხველი ჰყავს.

შეხვედრის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრებები თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების პერსპექტივების შესახებ. ქართულმა მხარემ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია პროგრამის ფუნქციონალის გაუმჯობესების მიმართულებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლობას აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია