გამარჯვება აუქციონში - ოფერტი
2016-08-03
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე №2ბ/5921-14.

კერძო სამართლის სუბიექტის მიერ უძრავი ქონების ელექტრონულ აუქციონზე ნებაყოფლობით გამოტანა არ ავალდებულებს მას მიჰყიდოს ქონება აუქციონში გამარჯვებულ პირს. საქმე შეეხება ელექტრონული აუქციონის საშუალებით უძრავი ქონების გასხვისებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ქონების განკარგვის ხელშეწყობა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში, არ წარმოადგენს საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველს. (...) უძრავი ქონების ელექტრონულ აუქციონზე განთავსება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოწვევა ოფერტზე. საბოლოო შედეგის მისაღწევად - ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, უცილებელია მხარეთა შორის დადგენილი ფორმის დაცვით ხელშეკრულების გაფორმება.

განჩინება შეეხება შემდეგ თემებს:
☛ მესაკუთრედ ცნობა;
☛ ელექტრონულ აუქციონზე ქონების გასხვისება;
☛ მოწვევა ოფერტზე;
☛ ოფერტი.
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია