საგამოძიებო კოლეგიის განჩინება თარჯიმნის გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე
2017-03-23
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სები) დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება 1გ/404-17 (2017-03-22). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გამომძიებლის მიერ, მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა ი.დ.-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სავარაუდოდ მოპარული პლასტიკური ბარათი. პროკურორის შუამდგომლობა, პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს მიერ, ამასთან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. საგამოძიებო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი და განჩინებაში განმარტა, რომ ზოგადად, თარჯიმნის მოწვევა გადაუდებელი აუცილებლობისას დაკავშირებულია გონივრულ ძალისხმევასთან და ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს. ამასთან, საგამოძიებო მოქმედების გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარება არ არის იმის წინაპირობა, რომ მოხდეს იმ საპროცესო ნორმების უგულებელყოფა, რომლებიც ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნის სავალდებულო მონაწილეობას.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობისას;
☛ თარჯიმნის მოწვევა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას;
☛ საპროცესო უფლებების არსებითი დარღვევა;
☛ დაუშვებელი მტკიცებულება;
☛ პირადი ჩხრეკის უკანონოდ ცნობა.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია