სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ქონებაზე ყადაღის დადება
2017-05-19
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/620-17 (4 მაისი, 2017 წელი) განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების თანახმად, პირველი ისტანციის სასამართლომ განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყადაღა დაადო იმ პირის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. აღნიშნული განჩინება ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა.

ადვოკატის საჩივარი საგამოძიებო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის მიმართ არ არის სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებული, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას ეს ქონება შეიძლება გამოყენებული იქნეს დანაშაულის ჩასადენად. ამასთან, ვინაიდან ქონების ნაწილი, რომელსაც ედო ყადაღა, შეძენილი იყო გაცილებით ადრე ვიდრე სავარაუდოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა მოხდებოდა, ამ ნაწილში ქონებას ყადაღა მოეხსნა.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:

☛ ქონებაზე ყადაღის მოხსნა
☛ ბრალდებულთან დაკავშირებულ პირის ქონებაზე ყადაღის დადება
☛ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე პირის ქონებაზე ყადაღის დადება.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია