საგამოძიებო კოლეგიის განჩინება გირაოს ოდენობის განსაზღვრისას მტკიცების ტვირთის შესახებ
2017-08-01
,,გირაოს ოდენობის მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარესაა, პროკურორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოთხოვნილი გირაოს თანხის ბრალდებულის მიერ გადახდის რეალურ შესაძლებლობას. ... რათა გამოირიცხოს ე.წ. „შეფარული პატიმრობა“ და გირაოს ოდენობა პროკურორის მიერ მოთხოვნილი იქნას სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ბრალდებულის რეალური ქონებრივი შესაძლებლობებისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით."

წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/945-17 (14 ივლისი, 2017 წელი). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:

☛ ოჯახში ძალადობა,
☛ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი,
☛ გირაოს ოდენობის განსაზღვრა,
☛ მტკიცების ტვირთი.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია