თბილისის სააპელაციო სასამართლო
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2017-12-08
7 დეკემბერს, ტრადიციისამებრ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ,,სასამართლო ტური’’ გაიმართა. სასამართლოს ამჯერად თბილისის 11-ე საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა თავჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი. მოსწავლეები გაეცნენ პრეზენტაციას, იმსჯელეს არასრულწლოვანთა უფლებების, სასამართლო ხელისუფლების დანიშნულების და მოსამართლის როლის შესახებ. ტურის დასრულების შემდეგ დაათვალიერეს სასამართლოს სხდომის დარბაზები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
შეგახსენებთ, სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია