თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო 12 წლისაა
2017-11-01
დღეს, 1 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ულოცავს თითოეულ მოსამართლესა და აპარატის თანამშრომელს სასამართლოს დაარსების 12 წლის იუბილეს და მადლობას უხდის მათ სასამართლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და თავდაუზოგავი შრომისათვის.

შეგახსენებთ, 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა სააპელაციო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სწორედ ამ დღეს დაარსდა თბილისის სააპელაციო სასამართლოც.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია