თბილისის სააპელაციო სასამართლო
სკოლის მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
2017-11-03
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აგრძელებს სასამართო ტურის პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ სასამართლოს, მოისმინონ პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, მისი ფუნქციონირებისა და მოსამართლის როლის შესახებ, ხოლო ტურის ბოლოს დაათვალიერონ სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტების გამოფენა.

სწორედ ამ პროექტის ფაგლებში, 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 213-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია