თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამძიმარი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონი ხათუნა არევაძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ხათუნა ოცდაორი წლის განმავლობაში ღირსეულად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი და საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი. მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია ჩვენი სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლო - თითოეული მოსამართლე და აპარატის თანამშრომელი, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ხათუნას ოჯახს, მეგობრებს და მისთვის ძვირფას ყველა ადამიანს.