თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლებისთვის ლექციათა ციკლი ჩატარდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ორგანიზებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლეების თანაშემწეების და აპარატის სხვა თანამშრომლებისთვის ჩაატარა ლექციათა ციკლი - „კონსტიტუციონალიზმის ქვაკუთხედი - ადამიანის ძირითადი უფლებები“. ლექციათა ციკლი ეძღვნებოდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს.
თითოეული ლექციის შემდეგ, თავმჯდომარის ბიურომ და ანალიტიკურმა სამსახურმა თანამშრომლებს წარუდგინეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების თემატიკაზე მომზადებული კვლევები.