ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური თარგმანი) - საბალიჩი ხორვატიის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება შეეხება ძალადობრივი ჰომოფობიური თავდასხმის გამო პირის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას (ნაკლებად მძიმე) სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, შეუწყნარებლობის მოტივის გამოძიების გარეშე, რასაც შედეგად მოჰყვა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების შეწყვეტა ne bis in idem პრინციპზე მითითებით.