ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური თარგმანი) - უილემსი და გორჟონი ბელგიის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება შეეხება საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადაჭარბებული ფორმალიზმის გამოჩენას სამართლებრივ
საკითხებზე საჩივრების დაუშვებლად ცნობისას, იმ საფუძვლით, რომ ადვოკატმა არ მიუთითა საჭირო სერტიფიკატის ფლობის შესახებ. ასევე, ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა საქმისწარმოების განახლების მნიშვნელობაზე მთავრობის მიერ ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების კონტექსტში.
სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.