თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამძიმარი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონი ირინა ზარქუას გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ირინა თვრამეტი წლის განმავლობაში ღირსეულად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იყო სამაგალითო პროფესიონალი, ძვირფასი კოლეგა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი. მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია ჩვენი სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლო - თითოეული მოსამართლე და აპარატის თანამშრომელი, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ირინას ოჯახს და ახლობლებს.