თბილისის სააპელაციო სასამართლოს დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. სტუმრებს ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. ტურის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები.