თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - გალოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება შეეხება ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევას - ოჯახში ძალადობის ეპიზოდების გამო განმცხადებლისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების და სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების გზით დასჯის კონტექსტში. სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.