2013 წლის ანგარიში
2013 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 58 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 47 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 11, მათ შორის, 10 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას.