ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - FU QUAN, s.r.o. ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება ეხება ეროვნული სასამართლოების მხრიდან jura novit curia პრინციპის არგამოყენებას, რის შედეგადაც, განმცხადებლის მიერ რელევანტურად მიჩნეული სამართლებრივი პოზიციის თანახმად, მისი სასარჩელო მოთხოვნა არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული (კონვენციის მეექვსე მუხლის და პირველი ოქმის პირველი მუხლის კონტექსტში).
სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.