სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას მიმართ განაჩენი უცვლელი დატოვა. პროკურატურის საჩივარი წარდგენილი ბრალდებისათვის მსჯავრდების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში ბაჩანა ახალაია გამართლდა. მას მხოლოდ არაადამიანური მოპყრობისათვის წარდგენილ ბრალდებაში განესაზღვრა მსჯავრი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვის ვადით. ამასთან, 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ შეფარდებული სასჯელის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ბაჩანა ახალაია შეწყალებული იქნა 2012 წლის 3 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის უცვლელად დატოვების საფუძვლად განმარტა, რომ ბრალის დამამტკიცებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა.