მე-100 სკოლის მოსწავლეები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტად მყოფი მოსწავლეების უმეტესობას, სისხლის სამართალი აინტერესებს. მომავალი იურისტები ფიქრობენ, რომ სისხლის სამართალი ყველაზე საინტერესო და შემოქმედებითი დარგია, განსაკუთრებით ხიბლავთ კრიმინალისტიკა. პრეზენტაციის დროსაც, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომლები მათთვის მართავენ, უმეტეს კითხვებს სწორედ, სისხლის სამართალთან დაკავშირებით სვამენ.
სასამართლოში სტუმრად მყოფი მე-100 სკოლის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გამოდგა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ახლა ინერგება საქართველოში, ამ შემთხვევაშიც მოსწავლეების აზრი უმეტეს წილად ორად გაიყო, ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის არსებობას, ნაწილი კი სიამოვნებით იხილავდა საკუთარ თავს ნაფიც მსაჯულთა შორის.
მოსწავლეების ვიზიტები, რომელიც ყოველკვირეულად ეწყობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათისაა, ვიზიტორები ისმენენ პრეზენტაციას შემდგომ კი ათვალიერებენ სასამართლოს შენობას. სასამართლო ტურები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ეწყობა და ნებისმიერ მსურველს შეუძილია მასში მონაწილეობა.