თბილისის სააპელაციო სასამართლო
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი
თბილისის სააპელაციო სასამართლო გაწევრიანდა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership (OGP)) ეროვნული საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია და შედგება საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ღია მმართველობის ფუნდამენტური პრინციპებია: გამჭვირვალობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგია და ინოვაცია. ამჟამად ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.