თბილისის სააპელაციო სასამართლო
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შედგა. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსერსიტეტს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას. როგორც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ განაცხადა: სტუდენტთა განათლების ხელშეწყობა, კვალიფიციური და წარმატებული კადრების ჩამოყალიბების მთავარი წინაპირობაა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსუტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ამავდროულად, სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საქმეთა ანალიზების (ე.წ. Case Brief-ების) განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან. ამ მომენტისათვის სააპელაციო სასამართლოში 60-მდე სტუდენტი გადის სტაჟირებას, რომელთაგან რამდენიმე უკვე დასაქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.