განახლდა უფასო იურიდიული დახმარების (PRO BONO) ცნობარი
წარმოგიდგენთ უფასო იურიდიული დახმარების (Pro Bono) ცნობარის განახლებულ, III გამოცემას.
ცნობარში მოცემულია უფასო იურიდიული დახმარების პროვაიდერი 12 ორგანიზაციის დეტალური საკონტაქტო მონაცემები.
ცნობარის მიზანია დაეხმაროს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ამჟამად არ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
განვითარებული სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ უფასო სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ თვითდამცველი პირების (self-defendant) ინფორმირება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.