შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი” ფინალი სააპელაციო სასამართლოში
2014 წლის 4 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი” ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ მე-7 და მე-10 გუნდები.გამარჯვება მე-10 გუნდმა მოიპოვა. ფინალის მსვლელობისას ასევე გამოვლინდა: საუკეთესო ბრალმდებელი - მარიამ ორჟონია, საუკეთესო დამცველი - თამარ აბულაძე, საუკეთესო მოწმე - ნანა მაისურაძე
ფინალში გუნდებს აფასებდნენ:რენატა ვინტერი, სიერა-ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი; დავით სულაქველიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; ქეთევან ჩომახაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
გამარჯვებული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1,500 ლარის ოდენობით და გაემგზავრებიან ვიზიტით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ქ. ჰააგაში, ჰოლანდია;
მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1,000 ლარის ოდენობით.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი ოლიმპიადა: "დანაშაული და სამართალი"-ის, მეოთხედფინალისა და ნახევარინალის ჟიურის წევრები სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ. გელა ბადრიაშვილმა, მაია ივანიძემ, შორენა ყაველაშვილმა, მაია თეთრაულმა და ლევან თევზაძემ შეჯიბრის ფარგლებში მონაწილეთა მომზადების დონე და სამართლებრივი ცოდნა შეაფასეს.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ განსაკუთრებულ მადლობას გადაუხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეჯიბრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.