შოთა ფაფიაშვილის საჯარო ლექცია
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შოთა ფაფიაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა. პროფესორმა წაიკითხა ლექცია კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების შესახებ.
იგი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა: მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები და სხვა.
ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.