თბილისის სააპელაციო სასამართლო
მემორანდუმის გაფორმება
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შედგა. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა სოლომონ პავლიაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება უნივერსიტეტის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ამავდროულად სასამართლო საჭიროებისამებრ გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას ადვოკატთა სკოლისსათვის, ასევე უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს იმიტირებული პროცესებისათვის და ა.შ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.