თბილისის სააპელაციო სასამართლოს მადლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლო ახორციელებს განგრძობადი განათლების პროექტს (www.edu.court.ge) . პროექტის ფარგლებში ჩატარდა 61 პრეზენტაცია, საჯარო ლექცია და ვებინარი სხვადასხვა სამართლებრივი და მომიჯნავე კომპეტენციების თაობაზე.
განგრძობადი განათლების პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპად გვესახება საგანმანათლებლო აქტივობების ვიდეო ჩაწერა და ჩანაწერების განთავსება საჯარო ვებ-სივრცეში, რაც პროექტის ფარგლებში დაგროვილი ინფორმაციის უფრო ეფექტური უტილიზაციის საშუალებას მოგვცემს.
ჩვენს აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) და 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩუქრად გადმოსცა ვიდეო ჩაწერისათვის აუცილებელი აპარატურა (ვიდეოკამერა, შტატივი, დიქტფონი და მიკროფონების სისტემა).
თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) აღნიშნულ და სხვა მრავალ პროექტებში გაწეული მხარდაჭერისთვის.