თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანდროიდის აპლიკაცია
თბილისის სააპელაციო სასამართლო წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს - სასამართლოს ანდროიდის აპლიკაციას. თბილისის სააპელაციო სასამართლო პირველი საჯარო სამსახურია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას სასამართლოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებული პირი შეუძლია გაეცნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სიახლეებს, სხდომათა განრიგსა და სასამართლოს საკონტაქტო ინფორმაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანდროიდის აპლიკაციის გამოსაყენებლად:
1. გახსენით Play Store-ი თქვენს ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონში;
2. მიუთითოთ საძიებო სისტემაში აპლიკაციის დასახელება: Tbilisi Court of Appeals;
3. მოძებნეთ თბილისის სააპლაციო სასამართლოს ლოგო და დააჭირეთ ღილაკს INSTALL.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ორიენტირებულია საზოგადოების მომსახურების გაუმჯობესებაზე. დარწმუნებული ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანდროიდის აპლიკაცია ხელს შეუყობს ჩვენი სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებული პირებს უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღონ საჭირო ინფორმაცია.