ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტმა ულრიხ ჰაგენლოხმა საჯარო ლექცია წაიკითხა.
მომხსენებელმა ლექციაში: "მოსამართლის დამოუკიდებლობა გერმანიაში" - მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, მოსამართლედ დანიშვნის კრიტერიუმები, მოსამართლეთა ქცევის ეთიკა და სხვა...
მომხსენებელმა მოიყვანა კონკრეტული მაგალითები გერმნამული სასამართლოს პრაქტიკიდან და გაავლო პარალელები ქართულ რეალობასთან.
ლექციას ესწრებოდნენ გერმანული და პოლონური დელეგაციის წევრები, რომლებიც 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით სააპელაციო სასამართლოში იმყოფებიან.
გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართული მხარე უკვე მრავალგზის მასპინძლობს დრეზდენისა და ვროცლავის სასამართლოს დელეგაციებს. მათივე დახმარებით არაერთხელ შედგა ქართველ მოსამართლეთა ვიზიტები დასახელებულ სასამართლოებში.
ლექციის შეჯამებისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ, მადლობა გადაუხადა მომხსენებელს, ულრიხ ხჰაგენლოხს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი არა ერთი შეხვედრა გაიმართება.