პატიმრობა, როგორც აღკვეთის უკიდურესი ღონისძიება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის მოთხოვნა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
ბრალდებულს ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, რისთვისაც საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 7000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია გაითვალისწინა წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, განმარტა, რომ ბრალდების მხრიდან მხოლოდ ბრალდების სიმძიმესა და მოსალოდნელ მკაცრ სასჯელზე მითითება ვერ გახდება ბრალდებულისთვის ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ბრალდების მხარემ სასამართლოს უნდა შეუქმნას მკაფიო, ნათელი წარმოდგენა ბრალდებულიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ და უტყუარ გარემოებებზე მითითებით დაარწმუნოს, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა მხოლოდ პატიმრობის გამოყენებითაა შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმეზე შენარჩუნებულია ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკიც, რომლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გირაოს გამოყენება, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი ბრაქლდებულის დაპატიმრება.