თბილისის სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ნიკა გვარამია და მასთან ერთად ექვსი სხვა პირი უდანაშაულოდ სცნო. ნიკა გვარამიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის მიხედვით რაც გულისხმობს ქრთამის აღებას, ასევე 194–ე მუხლი – ფულის გათეთრება, 210–ე მუხლი – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და 362–ე – ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და ცრუმეწარმეობაში დახმარება. ნიკა გვარამიასთან ერთად გამართლებულნი იქნენ: გიორგი ნემსიწვერიძე, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი, იზაბელა გუტიძე და კახაბერ დამენია. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე გამართლებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მათ შემტან პირებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.