International Book Project-ის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ "International book project" - რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მატერიალურ ბიბლიოთეკას 50 წიგნი გადასცა საჩუქრად.
International Book Project არის პროექტი, რომელიც მუშაობს მსოფლიოში წიგნიერების ამაღლებისათვის, სწორედ ამ მიზნით თითქმის მთელი სამყაროს მასშტაბით სკოლებში, უმაღლეს დაწესებულებებსა და საჯარო უწყებებში უსასყიდლოდ გზავნიან წიგნებს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 50 წიგნი ჩამოვიდა. წიგნები ჟანრობრივად მრავალფეროვანი გამოდგა, ამანათში თავმოყრილი იყო არა მხოლოდ სამართლებრივი ლიტერატურა არამედ, წიგნები მენეჯმენტის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ International Book Project -თან სასამართლოს თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.