დაასუფთავე საქართველო
თბილისის სააპელაციო სასამართლო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოში“ ჩაერთო; კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა, აბანოთუბნის, ნარიყალისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია.
გრძნობენ რა საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, სასამრთლოს მოხელეები უკვე მეორე წელია მსგავს აქციაში იღებენ მონაწილეობას. შარშან ამავე პროექტის ფარგლებში სასამართლოს თანამშრომლების ერთიანი ძალისხმევით დასუფთავდა ლაგოდეხის ნაკრძალი;
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean up the world) ფარგლებში ყოველ წელს ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციები. დღეისათვის ამ კამპანიაში 134-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები აქციაში, თბილისის მერთან, შვედეთის ელჩთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს წარმომადგენლებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას;