თბილისის სააპელაციო სასამართლო
შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროსა და "კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS-ის" ინიციატივით პროფესორ შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია გაიმართა. სალექციო თემა იყო: "I ინსტანციით სამოქალაქო საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების გამოყენება სააპელაციო სასამართლოში". ლექციამ 2 საათს გასტანა, მის ფარგლებში განხილული იყო სამოქალაქო სამართლის პროცესის პრობლემატური საკითხები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლო განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში საზოგადოებას ბევრ საინტერესო ლექციასა და სემინარს სთავაზობს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი პროფესორების ხელმძღვანელობით.