თბილისის სააპელაციო სასამართლო
სტუდენტები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ( ELSA) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძესა და თავმჯდომარის ბიუროს მრჩველს კახაბერ კობერიძეს. სტუდენტებმა მოისმინეს სემინარი, სასამართლო სისტემის, სასამართლო პრაქტიკის და სამოსამართლო გამცდილების შესახებ. მოსამართლე ლევან თევზაძემ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა სისხლის სამართლის თავისებურებებსა და სირთულეებზე, სტუდენტებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა. სემინარი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ინიციატვიას, რომელიც ახალგაზრდებს შორის ცოდნის გაღმავებას უწყობს ხელს, სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით არაერთი საგანმანათლებლო პროქტი ხორცილედება, როგორც სტუდენტებისათვის ასევე მოსწავლეებისთვის.