გიორგი სვანაძის საჯარო ლექცია
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო და საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში". ლექციას უძღვებოდა სამართლის დოქტორი გიორგი სვანაძე.
ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულების დადება, საერთაშორისო პროცესი და მისი გავლენა საერთაშორისო ბიზნეს დავებზე, უცხო ქვეყნის სასამართლოთა გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა და სხვ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში საზოგადოებას მომავალშიც ბევრ საინტერესო ლექციასა და სემინარს შესთავაზებს.