სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
22 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრად ეწვივნენ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტები.
სასამართლო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე შორენა ყაველაშვილს. აღნიშნული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის ბიუროს ინციატივით პერმანენტულად ხორციელდება, რაც ახალგაზრდებს შორის სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.