ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის უზრუნველყოფა
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებები საქმეებზე 2ბ/5878-14 და 2ბ/5617-14.
"მითითებული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, ნათელია, რომ კანონი იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ პირის უფლება, სასამართლო წესით იდავოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დარღვეული უფლებისა, თუ ინტერესის აღსადგენად, იწვევს რეალური საპროცესოსამართლებრივი მექანიზმების ამუშავების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის პირობებში, არ შეაჩერებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გაძნელდეს ან გადაწყვეტილება საერთოდ აღუსრულებელი დარჩეს."
საქმე 2ბ/5878-14
თემები:
● სარჩელის უზრუნველყოფა;
● სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;
● ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება;
● ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.
განმარტებული ნორმები:
● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 197[1]-ე და 198-ე მუხლები;
● ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლს.
საქმე 2ბ/5617-14
თემები:
● სარჩელის უზრუნველყოფა;
● სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის უზრუნველყოფა.
განმარტებული ნორმები:
● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლს.