ტრეინინგი ბათუმში
საქართველოს ახალგაზრდული სასამართლოს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს წევრებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთხე კურსის სტუდენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესახებ ტრეინინგი ჩაუტარეს.
ტრეინინგის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ, ასევე განხილული იქნა ამავე კონვენციის მეხუთე და მეექვსე მუხლებით განსაზღვრული უფლებები.
ტრეინიგის ფარგლებში განხილული იყო სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში განხილული საქმეები, კერძოდ თენგიზ ასანიძის საქმე, პირისა რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, აგრეთვე გაანალიზდა სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის დავაზე.
ტრეინიგში მონაწილეობა მიიღო ბათუმის სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ხათუნა ბაგრატიონმაც.
ტრეინიგის ინტერაქტიულად წარიმართა, სტუდენტების მხრიდან დასმული იყო საინტერესო შეკითხვები, სესიის ბოლოს კი სტუდენტები გაეცნენ იმ ინოვაციურ პროექტებს, რომელსაც სააპელაციო სასამართლო საზოგადოებას სთავაზობ, მათ შორის მრავალი საგანმანათლებლო პროექტია, რომელთა მიმართაც სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს.