სააპელაციო სასამართლო სტუმრად ძეგვის ბავშვთა სახლში
3 დეკემბერს მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება, ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლო ძეგვის ბავშვთა სახლს ესტუმრა.
ძეგვის ბავშვთა სახლს 70-მდე ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის არიან მიუსაფარი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, მოხუცები - ადამიანები ვისაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ.
სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლებმა, ბენეფიციარებს საჩუქრად გადასცეს საკვები პროდუქტები, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ნივთები. პატარების განსაკუთრებული სიხარული ტკბილეულმა და საახალწლო ნაძვის ხემ გამოიწვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ძეგვის ბავშვთა სახლს განსაკუთრებული მზრუნველობით მფარველობს, სასამართლოს თანამშრომლები მუდმივად ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ თავშესაფრის ბენეფიციარებს.