თბილისის სააპელაციო სასამართლო
ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობა
"მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთ შეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება: 2ბ/1882-14 ; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: • დაზღვევის ხელშეკრულება; • დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; • უხეში გაუფრთხილებლობა; • ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობა; • მტკიცებულებათა შეფასება; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 105. მტკიცებულებათა შეფასება; • სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 799. ცნება; • სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი- მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა; • სამოქალაქო კოდექსი- მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის;