თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას
გასული წელიწადი, ჩვენი სასამართლოსათვის წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. წლის მანძილზე, როგორც ჩვენი გვერდის ერთგული ვიზიტორები, თქვენ თვალს ადევნებდით ყველა იმ ახალ, ინოვაციურ და საინტერესო პროექტს, რომელიც სასამართლოში განხორციელდა.
წლის მანძილზე, თქვენ გვიზიარდებოდით საკუთარ მოსაზრებებს, გვაძლევდით რჩევებსა, უბრალოდ იწონებდით ხოლმე იმ სიახლეებს, რომლის შექმნისთვის სააპელაციო სასამართლოს გუნდი ძალისხმევას არ იშურებდა.
ვფიქრობთ, გასული წელი ნაყოფიერი გამოდგა, ვიმედოვნებთ, რომ ახალი, 2015 წელი კვლავინდებურად მრავალი სიახლის მომტანი გახდება ჩვენთვის.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ერთმანეთს კი, მომდევნო 2015 წელს შევხდებით!