კრეატიულობის ტრეინინგი სააპელაციო სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ორგანიზაცია ideabakery-იმ კრეატიულობის ტრეინინგი ჩაატარა.
ტრეინინგის მონაწილეებმა მოისმინეს სემინარი, სასამართლო სისტემის, მასში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, ასევე იმ სერვისების შესახებ რომელსაც სასამართლო აწვდის საზოგადოებას.
სემინარის ფარგლებში ტრენერმა სომხეთიდან, ისაუბრა იმ წესების და შეთავაზებების შესახებ, რომელიც გააუმჯობესებს, სასამართლო სერვისებს, გახდის მართლმსაჯულებას უფრო ადვილად ხელმისაწვდომს მოქალაქეებისათვის.
სემინარის დასკვნით ნაწილში, მონაწილეებმა ე.წ Brain Storming-ის ფარგლებში გაცვალეს მოსაზრებები და იდეები იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს, სასამართლოს უკეთ ფუნქციონირებისათვის.
შეგახსენებთ, რომ განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ვორკშოპები, საჯარო ლექციები, სემინარები და ტრეინინგები ტარდება, მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია;