ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა
„ხანდაზმულობის ვადის ხელახალი დენის შეწყვეტა ნიშნავს ხანდაზმულობის ვადის დენის სრული ხანგრძლივობით ხელახალა დაწყებას. ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „მხოლოდ იმ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყებაა შესაძლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მიდის“. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ გაკეთებულმა აღიარებამ არ შეიძლება ხანდაზმულობა შეწყვიტოს“ - ნათქვამია პალატის პალატის განმარტებაში;
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება: 2ბ/4587-14;
გადაწყვეტილებაში განხილული თემებია:
• ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ;
• ვალის აღიარება;
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია:
• სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა
• სამოქალაქო კოდექსი მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას;
• სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება ;