იურიდიული პირის წარმომადგენლის დასწრება ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს
,,იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის დასწრება ჩხრეკის ან ამოღების დროს სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც ამოსაღები საგანი ან დოკუმენტაცია განეკუთვნება უშუალოდ იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესის სფეროს, ან/და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით შესაძლებელია შეიზღუდოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. "
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება 1გ-48.
განჩინებაში განხილული თემებია:
• პირი, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა;
• იურიდიული პირის წარმომადგენლის დასწრება ჩხრეკის ან ამოღების დროს;
• ამოღების საგამოძიებო მოქმედება;
• გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობა.
განჩინებასთან დაკავშირებული ნორმები:
• საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლი (ამოღებისა და ჩხრეკის წესი).